სამართალდამცველებმა 4 110 კოლოფი უაქციზო ​სიგარეტი აღმოაჩინეს

22 იანვარი 2019, 00:00 1720 ნახვა

სამართალდამცველებმა აჭარაში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, დაახლოებით 12 000 ლარის ღირებულების, 4 110 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. 

დანაშაულში მხილებული პირები, სარეალიზაციოდ გამზადებულ პროდუქციას, სახლში და ავტომანქანებში ინახავდნენ. 

დაკავებულია ერთი პირი. 

''საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს და ერთი პირი დააკავეს'' - წერია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს, 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი