ბათუმში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა - დაშავდა ახალგაზრდა ქალი

22 იანვარი 2019, 00:00 3728 ნახვა

ბათუმში, ჰ. აბაშიძის ქუჩაზე გვიან ღამით ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს ახალგაზრდა ქალი დაშავდა. 

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული ''მედცენტრში'' გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მას მძიმე დაზიანებები არ ჰქონდა. 

აბაშიძის ქუჩაზე დაზიანებულია ასევე გარე განათების ბოძი. 

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ავარიაში მონაწილე პირებს მოუწევთ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ზაზა ტაკიძე /სტაჟიორი/
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში