მალე იერს შეიცვლის კიდევ ერთი უბანი ბათუმში - ამჯერად ბათუმის ცენტრალურ პარკთან ახლოსაა დაგეგმილი მაღლივი საცხოვრებელი კორპუსის აშენება. არსებული ტერიტორია უკვე გაყიდულია - გაცემულია სამშენებლო ნებართვაც.
ეს ტერიტორია „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული ისტორიული საზღვრების პირველად ვერსიაში ხვდებოდა, საბოლოოდ საკრებულოს მიერ შეთანხმებული და კულტურის სამინისტროში გადაგზავნილი დოკუმენტის მიხედვით კი საზღვრებს მიღმა რჩება - ამ ადგილზე წითელი ხაზი პირდაპირ ტბასთანაა გავლებული.