“დაკანონებულ უკანონობას” უყურებს ამ საღამოს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში მისული პუბლიკა. რუსთაველის თეატრის დასი თამაშობს სპექტაკლს, რომელიც რობერტ სტურუამ პიესის ავტორ ბერტოლდ ბრეხტს მიუძღვნა და რომელშიც ბახის, ბეთჰოვენის, მოცარტის, ვერდის, ვაგნერის, შოპენის, ლისტისა და შუბერტის მუსიკაა გამოყენებული.