ტრადიციულად, აგვისტოს პირველ-შაბათ-კვირას ბეშუმში შუამთობას აღნიშნავენ. კურორტზე აქტიური სამზადისია, პრობლემების ნაწილი გადაიჭრა, ნაწილი საკითხებისა კი კვლავ მოუგვარებელია. მაგალითად, ელექტოენერგიის საფასურს აბონენტები დიფერენცირებულად ვერ იხდიან. მოხმარების მიუხედავად, თითოეულ სახლს ერთნაირი ტარიფი - 70 ლარი აქვს. წყალი ბეშუმს უკვე შეუზღუდავად მიეწოდება, გზის რეაბილიტაციისთვის კი ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.