ორმხრივი შეხვედრები

16 აპრილი 2016, 00:00 3778 ნახვა

სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის პირველი დღე  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდერ ვერშბოუსთან შეხვედრით დაასრულა. საუბრის მთავარი თემა თებერვალში, ბრიუსელში გამართულ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე საქართველოს მიერ წარდგენილი დოკუმენტი იყო. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია და ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესი განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. ვიზიტის ფარგლებში  თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში და გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის. ფორუმის მეორე დღეს დაგეგმილია შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან სახალხო დიპლომატიის საკითხებში, ელჩ ტაკან ილდემთან.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში