მიმდინარეობს გარდაცვლილების იდენტიფიცირება - კახაბერ საბანაძე

16 იანვარი 2019, 00:00 1555 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ წუთებში გარდაცვლილების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. 

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დიდ დიღომში სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხუთი კი დაშავდა. 

''მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს, თითოეულ ოჯახს ეს ტრაგედია. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპისთვის 3 გარდაცვლილია, დაშავებულებზე ზუსტ ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ მოგაწოდებთ. დაშავებულების რაოდენობა არ გაზრდილა, სავარაუდოდ 5 ადამიანია. მიღებულია უსაფრთხოების ზომები. თითოეული გარდაცვლილის იდენტიფიცირება ხდება'' - განაცხადა ჟურნალისტებთან კახაბერ საბანაძემ.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დიდ დიღომში  აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქება კორპუსის მეოთხე სართულზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი