ბათუმში, ადვოკატები მოსამართლეების დამატებას ითხოვენ. ისინი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირის გამო, ბევრი საქმის ფონზე, ვადების დარღვევასა და განხილვების გაჭიანურებაზე საუბრობენ. ადვოკატებმა განცხადებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართეს. მოსამართლეთა დეფიციტზე საუბრობს სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილიც.
ამბობს, რომ ასეთი ვითარება ბოლო წლებში შეიქმნა. ცნობისთვის შესაძლოა მალე მამისეიშვილმაც დატოვოს ბათუმი, იგი კონკურსში მონაწილეობს და თბილისში სურს გადასვლა. მოსამართლეებს 4 იანვრიდან გამოაკლდა ირაკლი შავაძე - ჯერ-ჯერობით უცნობია რა გადაწყვიტა მის გამწესებაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.