ეჭვიანობის ნიადაგზე უზბეკეთის მოქალაქე ერთი ქალის მკვლელობისა და ერთის დაჭრის ფაქტზე წინა სასამართლო პროცესი გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ბრალდებული თურქეთის მოქალაქეა. ლევენთ ულუთურქს სახელმწიფო 26 ნოემბერს ბათუმში ერთ-ერთ სამორინეში მომხდარ მკვლელობას ედავება.
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დაცვის მხარეს და ბრალდებულს შესთავაზა, რომ გამოიყენებინათ კანონით მინიჭებული უფლება, რომ საქმეზე ემსჯელა და განაჩენი გამოეტანა ნაფიც მსაჯულებს, რაზეც თურქეთის მოქალაქემ უარი განაცხადა. ამიტომ არსებით განხილვას მომდევნო სხდომიდან კვლავ მოსამართლე განაგრძობს. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან და 15 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.