პანსიონის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ქობულეთის მერია გაასაჩივრა

16 იანვარი 2019, 00:00 1667 ნახვა

ქობულეთის მერიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პანსიონის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.თვითმმართველობა მთავარ არგუმენტად მხარეებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილებას ასახელებს, რადგან პანსიონის მიმდებარედ მცხოვრებლები მისი გახსნის წინააღმდეგი 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მერიას მუსლიმური პანსიონისთვის, რომელიც ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარეობს, წყლისა და კანალიზაციის სისტემის მიერთების სამუშაოების  შესრულება  დაავალა.

ქობულეთის თვითმმართველობას სახალხო დამცველის აპარატმა უჩივლა მას შემდეგ, რაც სადავო საკითხზე რეკომენდაციები არ შეასრულა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში კი სხდომა ჯერ ჩანიშნული არ  არის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი