გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მყინვარებზე გლაციოლოგიურ ექსპედიციებს ახალი სამთო ალპინისტური აღჭურვილობებით, საველე სპეც-ტანსაცმლით და მაღალი გამავლობის ავტომობილების საშუალებით განახორციელებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტები მყინვარებზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ, სამუშაოები რთულ, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მიმდინარეობს. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს უწყების ხელმძღვანელი შეხვდა.