ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დანგრეული სახლის მშენებლობა 1 მარტს დაიწყება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ააშენებს.
სამსართულიანი სახლი ბინების მესაკუთრეებს 2020 წლის 1 მარტს უნდა ჩაბარდეთ. მანამდე ისინი ქირით იცხოვრებენ, რომელსაც მათ თვითმმართველობა გადაუხდის.
ბათუმის მერიამ ინვესტორი გასული წელს იპოვა. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული 17 აგვისტოს გამოვლინდა. დაინტერესებულმა პირმა ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე 5 ათასი 430 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 590 ათას 850 ლარად იყიდა.
მანამდე აუქციონი სამჯერ ჩავარდა. შეიცვალა პირობები და შემცირდა ფასი.
ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქება 2017 წლის 10 დეკემებერს მოხდა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. 9 ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. 45 ბინა კი დაზიანდა.
სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, სახლი აღდგენას არ ექვემდებარებოდა. აფეთქების შედეგად შენობის ძირითადმა ნაწილმა, მესამე-მეოთხე ხარისხის დაზიანება მიიღო.
ფოტო: არქივი