ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს მაია ჭიჭილეიშვილი უხელმძღვანელებს

15 იანვარი 2019, 00:00 1953 ნახვა

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. აკადემიურმა საბჭომ ამ პოზიციაზე მაია ჭიჭილეიშვილი შეარჩია. იგი უნივერისტეტში განათლების, ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებატა ფაკულტეტის დეკანი იყო, ასწავლის  ხელოვნებათმცონეობას, არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების ისტორიას.

ეწევა სამეცნიერო საქმიანობას. ხელოვნების უნივერსიტეტის ახალი რექტორი ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა უმაღლესი სასწავლებლის აკრედიტაციის გავლაა, ასევე უნივერსიტეტი იცვლის შენობას. მაია ჭიჭილეიშვილი ამბობს, რომ სტუდენტების განათლებასთან ერთად მათ დასაქმებაზეც იზრუნებენ, რისთვისაც უნივერსიტეტში კარიერული განვითარებისა სამსახური შეიქმნა.

ყოფილი რექტორი ერმილე მესხია, რექტორის მოადგილეა. 

ზაზა ტაკიძე /სტაჟიორი/
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი