მოექცევა თუ არა ცილისწამება და ფეიკ ნიუსის გავრცელება საკანონმდებლო რეგულაციაში?

14 იანვარი 2019, 00:00 1573 ნახვა

პრეზიდენტი, პატრიარქი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და ახლა უკვე სხვა პარლამენტარები - წელს, საერო და სასულიერო პირებმა ამ თანმიმდევრობით გააკეთეს განცხადებები „ცილისწამების კონტროლის“ აუცილებლობაზე. სამოქალაქო საზოგადოებას პირველივე დღეს გაუჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლება აპირებს რაღაც ცვლილებები განახორციელოს და 2004 წელს გაუქმებული კანონი ფაქტობრივად უკან დააბრუნოს, ანუ ცილისწამება დასჯადი გახადოს.

პროცესი უკვე შეფასდა ქვეყნის დემოკრატიულ ცხოვრებაში შესაძლო უკან გადადგმულ, დამაზიანებელ ნაბიჯად. ცნობისთვის, მსგავსი კანონის შემოღების და ცილისწამების კრიმინალიზების მცდელობა 2016 წელსაც იყო, მაშინ უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა ინიციატივას. მაგალითად მამუკა მდინარაძე ამბობდა „ცილისწამების კრიმინალიზაცია არის უკან გადადგმული ნაბიჯი,“ არჩილ თალაკვაძე კი აღნიშნავდა რომ უმრავლესობა ცილისწამებაზე დამატებითი პასუხისმგებლობის შემოტანას არ ემხრობოდა. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი