ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავენ

14 იანვარი 2019, 00:00 1475 ნახვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები განცხადებას  ავრცელებენ.  მასში აღნიშნულია, რომ სიაში არიან მოსამართლეები, რომლებმაც საზოგადოებას თავი მიღებული უსამართლო  გადაწყვეტილებებით დაამახსოვრეს.

მათივე განცხადებით, პარლამენტში  უნდა შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის პროცესი და კანონით უნდა განისაზღვროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მკაფიო და მაღალი კრიტერიუმები. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და განჭვრეტადი უნდა იყოს.

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ რიგითი მოსამართლეებისგან გამორჩეულ მაღალ სტანდარტებს. ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების რეკომენდაციაა:   პარლამენტში შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის პროცესი; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული დამოუკიდებლობისა და მაღალი პროფესიონალიზმის უზრუნველყოფის მიზნით, მისი ფორმირებისას შემუშავდეს ახალი სამართლებრივი მიდგომები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი