შეჩერდება თუ არა დაგროვებითი საპნსიო რეფორმა

13 იანვარი 2019, 00:00 2310 ნახვა

პირველი იანვრიდან საქართველოში  დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთო ყველა ის მოქალაქე, რომელიც ანაზღაურებას იღებს გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე.

სისტემა ნაწილობრივ სავალდებულოა, 40 წელზე უფროსი დასაქმებულებისათვის საპენსიო სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია, 40 წლამდე პირებმა კი შემოსავლიდან თანხა აუცილებლად უნდა დაზოგონ. საპენსიო სქემაში მონაწილეობს სამი მხარე: დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო.

ამ სისტემის მიხედვით, დასაქმებულმა ფონდში უნდა გადარიცხოს ყოველთვიური სარგოს 2 %, დამსაქმებელმა - დასაქმებულის ხელფასის 2 %, ხოლო სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან (20 %-იდან) იღებს 2 %-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს. რეფორმის ეს ნაწილი უკვე გაასაჩივრეს საკონსტიტუციო სასამართლოში. "

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" და მოქალაქე ედუარდ მარიკაშვილი დაგროვებით საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებას და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერებას ითხოვენ. 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი