საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ ადგილზე გიორგი შარაბიძის და ნათია იოსელიანის კანდიდატურები განსახილველად წარუდგინა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე - 12 მუხლის მე - 8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის გიორგი შარაბიძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით წარმოშობილ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩა ორი ახალი კანდიდატურა.