წელს ხულოს მერია 21 ინფრასტრუქტურულ ღონისძიებას განახორციელებს. პრიორიტეტული წყლის სისტემის რეაბილიტაციაა რომლისთვისაც ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯება.
დაგეგმილია ასევე სხვადასხვა ტერიტორიის კეთილმოწყობითი სამუშაოები, სანიაღვრე სისტემისა და ფერდსამაგრი სამუშაოების შესრულება. მთლიანობაში მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 3 მილიონ 115 ათასი ლარი გაითვალისწინა.