''ბაღები და სკოლები თუ დაიხურება, ბავშვები შუშის კოლბებში გვეყოლება?'' - პაატა იმნაძე არდადეგების გახანგრძლივებაზე

09 იანვარი 2019, 00:00 2063 ნახვა

გადაიდება თუ არა სკოლებსა და ბაღების დაწყების თარიღი - ამ თემაზე დღეს ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  ხელმძღვანელმა უპასუხა, რომელიც მიიჩნევს რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს მოსახლეობის დაშინება გრიპის ვირუსით. 

 

"სკო­ლა და ბაღი რომ და­ი­ხუ­რე­ბა, ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც სკო­ლა­სა და ბაღ­ში არ ივ­ლი­ან, სადმე იქნებიან შუ­შის კოლ­ბებ­ში. ადა­მი­ა­ნებს არ ექნებათ კონტაქტი ისე? სკო­ლის და ბა­ღის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნე­ბი ავად არ ხდე­ბი­ან? კიდევ ერთხელ გთხოვთ, მიაწოდეთ ინფორმაცია მოსახლეობას, მაგრამ ნუ მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება". 

მისი თქმით, ორ დღეში არდადეგების გახანგრძლივების თაობაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, მხოლოდ ანალიზისა და არსებული სტატისტიკის მიხედვით.  

"ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია ორ დღეში იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია. ახლა 256 არის 100 000 მო­სახ­ლე­ზე. ჯერ­ჯე­რო­ბით ავა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბის ტენ­დენ­ცია არ­სე­ბობს, და­ვაკ­ვირ­დე­ბით ტენ­დენ­ცი­ას ამ კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და შემ­დგომ იქ­ნე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მი­სად­მი რე­კო­მენ­და­ცია", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი