აჭარაში გრიპის ვირუსით ინფიცირებული 170 პირი მკურნალობს

07 იანვარი 2019, 00:00 2111 ნახვა

დღეს ფოთში დადასტურდა ქალის გარდაცვალება H1N1 ვირუსით. კიდევ ერთი შემთხვევა 25 წლის ასაკის მამაკაცის გარდაცვალებას ეხება, რომლის შემთხვევაშიც ჯერჯერობით, ვირუსი არ არის დადასტურებული. გარდაცვლილი ბოლო ორი კვირის განმავლობაში 9 ადამიანია, მათ შორის 4 აჭარაში. შემთხვევათა უმეტესობის დროს, ჯანდაცვის ორგანიზაციების თქმით, პაციენტებს თანდართული ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები, რაც თავის მხრივ ართულებს მკურნალობას.

რისკ-ჯგუფში არიან ორსულები და ბავშვები. ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებაა ბათუმში, ფაქტობრივად გადავსებული. მიმართვიანობა ისევ მაღალია, თუმცა ამბობენ, რომ არ არის ეპიდემიის საშიშროება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამ ეტაპზე მიიჩნევენ, რომ ვითარება არ იძლევა სკოლებში სწავლის დაწყების გადადების საფუძველს. სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საბავშვო ბაღებში 15 იანვრიდან განახლდება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში