ეკა ბესელია აცხადებს, რომ თუ მოსამართლეთა არსებულ სიას მხარს დაუჭერენ, გუნდს დატოვებს

07 იანვარი 2019, 00:00 1696 ნახვა

ეკლესიაში გედევან ფოფხაძესთან ერთად გამოჩნდა დღეს ეკა ბესელია. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოში გუშინ დაბრუნდა და განაცხადა, რომ სამართლიანობისთვის და ღირებულებებისთვის ბრძოლას გააგრძელებს. როგორც იცით მან თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა, გედევან ფოფხაძე კი პირველი მოადგილის პოზიციიდან ფრაქციამ გაიწვია. „გუნდიდან წავალ, თუ მხარს დაუჭერენ იმ მოსამართლეებს, რომლებიც სააკაშვილს ემსახურებოდნენ“ - აღნიშნა ეკა ბესელიამ ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამასთან, განაცხადა რომ სწორედ ეს თემაა წყალგამყოფი და სიცრუეა თითქოს ამ თემას არ უკავშირდება დაპირისპირება. ბესელია მოითხოვს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკან გაიწვიოს უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა სია, რომელთა შორის არიან წინა ხელისუფლების დროს, გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებული პირები. ბესელიას განცხადებით, არც ერთი კაბინეტი და თანამდებობა არ არის ისეთი თემების საპირწონე როგორიც სამართლიანობაა.

ასე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თავმჯდომარის - ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით ბესელიასთვის ვიცესპიკერის კაბინეტს სექტემბრიდან ამზადებდნენ და მაშინ მოსამართლეების თემა საერთოდ არ არსებობდა. "არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას“ - ასე გამოეხმაურა კობახიძე ბესელიას. ასევე თქვა, რომ არ არის გამორიცხული საკითხი უმრავლესობის ფორმატში განიხილონ.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი