საკვირაო წირვა სამებაში - მზადება შობის შესახვედრად

06 იანვარი 2019, 00:00 1542 ნახვა

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა დღეს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. დღეს საღამოს კი შობის ლიტურგიას ილია მეორე აღავლენს. ღვთისმსახურება 23 საათიდან დაიწყება, ტრადიციულად, მრევლი უწმინდესის საშობაო ეპისტოლესაც ელოდება, რომელშიც კათოლიკოს პატრიარქი მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. მოგვიანებით, შობის ღამეს ფანჯრებში სანთლები აინთება – უკვე რამდენიმე წელია, მოსახლეობა დღესასწაულს სწორედ ასე ხვდება.

თბილისში ალილოს მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან სამების ტაძრისკენ გაიმართება, რომელშიც ტრადიულად მონაწილეონას, ჩოხოსნენი, სასულიერო პირები და მოქალაქეები მიიღებენ. ტრადიციას საფუძველი ილია მეორემ ჩაუყარა. შობის დღესასწაულზე, სანთლების ფანჯარასთან დანთება მაცხოვრის დაბადების სიმბოლოა. ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში კი მსახურება 12-ის ნახევარზე დაიწყება და მას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი