ორი მილიონი ლარი გარეუბნების  ინფრასტრუქტურის კეთილმოსაწყობად 

06 იანვარი 2019, 00:00 1401 ნახვა

დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაიხარჯება ქობულეთის გარეუბნების კეთილმოწყობისთვის.  დაგეგმილია ე.წ. გელაურის , ემტეესისა და კარიერის დასახლებებში ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის დეკორატიული ფილებით მოპირკეთება და სანიაღვრე სისტემების მოწყობა.

პროექტის მიხედვით უნდა მოწესრიგდეს მესხიძის ქუჩის შესახვევები, ჩხეიძის, ხაბაზის, აბაშიძის, ბარათაშვილის და ჭონქაძის ქუჩები, ასევე კინტრიშის შესახვევი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში