ქობულეთის მერიის „ა(ა)იპ“-ების ბიუჯეტი შარშანდელთან შედარებით გაზრდილია და 8 მილიონ 300 ათასი ლარია. 3 წლის წინ შექმნილი ა(ა)იპ ,,ფრენბურთის, ხელბურთის, კალათბურთის სათამაშო სახეობების სპორტული კლუბი -ქობულეთი“ მუნიციპალიტეტის მერიამ გააუქმა და მასში შემავალი სპორტული ჯგუფები აიპ სასპორტო სკოლასთან გაერთიანდება, მათი ბიუჯეტი 238 800 ლარი იქნება.
ყველაზე მაღალბიუჯეტიანი აიპი ბაგა-ბაღების გაერთიანებაა, რომლის დაფინანსება 3 მილიონ 462 ათას ლარზე მეტია. 640 600 ლარით ფინანსდება აიპი „ქობულეთის სოფლის წყალი „ რომელმაც 20 წყალსადენის, 20 სათავე ნაგებობის და 38 რეზერვუარის გამართული მუშაობა უნდა უზრუნველყოს. 2 მილიონ ლარზე მეტი კი წელს აიპი სანდასუფთავებისთვისაა გამოყოფილი.