რატომ  ვეღარ  იბარებენ არასტანდარტულ მანდარინს  ქობულეთში ?

05 იანვარი 2019, 00:00 1453 ნახვა

დაახლოებით 20 დღეა, დანადგარის დაზიანების გამო  ქობულეთში,  ციტრუსის გადამამუშავებელი ერთ-ერთი საწარმო მანდარინს  ვერ ღებულობს.  ამ დროისთვის არასტანდარტულ მანდარინს მხოლოდ საწარმო „ჯიემ გრუპი“ იბარებს, თუმცა ფერმერებს რიგში დგომა უწევთ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით მეორე საწარმო მუშაობას სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან განაახლებს. აჭარაში 8 500 ტონამდე არასტანდარტული მანდარინია გადამუშავებული დარჩენილია კიდევ 2 500.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში