საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა. ისინი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. გამოძიების ინფორმაციით, დეკემბერში, დანაშაულში მხილებულმა პირებმა ბათუმში მდებარე სავალუტო ჯიხურებში 7 ათას ევროს ოდენობის ყალბი 500 ევროიანი კუპიურები გაასაღეს.
ბრალდებულების დაკავებისას, დამატებით ამოღებულია 6 000 ევროს ოდენობის ყალბი ფული.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო , რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.