8 კილო და 500 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ნარკოდანაშაულში მხილებული პირები სამართალდამცველებმა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - სარფსა და სადახლოში დააკავეს.
ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე. იგი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმის პარკში შეაჩერეს.
პოლიციამ, მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 480 აბი „ექსტაზი“ ამოიღო. დაკავებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.