ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართა ზაქარია ქუცნაშვილმა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით , საკადრო გადაწყვეტილებები არის საერთო პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილი.
კონკრეტული შემთხვევა კი ცალკე განხილვას საჭიროებს. რაც შეეხება გუნდის წევრებს შორის შესაძლო დაპირისპირებას, პარტიის ახალ და ძველ წევრებს შორის, დეპუტატი აცხადებს, რომ საკითხის ასე დასმა არასწორია და განსხვავებული პოზიცია კანონმდებლებს ძირითადად მმართველობის წესებთან დაკავშირებით აქვთ.