ზვიად ქორიძემ შეწყალების კომისია დატოვა

03 იანვარი 2019, 00:00 1406 ნახვა

ზვიად ქორიძემ შეწყალების კომისია დატოვა, წასვლის შესხებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე შევიდა. ზვიად ქორიძე შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ  2014 წელს დაინიშნა, იგი თანამდებობაზე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა.

კომისია საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა კიდევ ერთმა წევრმა ეკა გიგაურმა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კომისიაში მუშაობაზე უარი ნოემბერში თქვა:  "5 წლიანი მუშაობის შემდეგ კომისია დავტოვე. წარმატებას ვუსურვებ  ახალ წევრებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამ კომისიაში მუშაობა, რადგან გადაწყვეტილებას იღებ იმაზე მისცე თუ არა ცხოვრების ახლებურად გაგრძელების შანსი კონკრეტულ ადამიანს ისე, რომ არ იცი ამ შანსს გამოიყენებენ თუ არა. აქვე, ძალიან დიდ მადლობა მინდა გადავუხადო ზვიად ქორიძეს ! მგონია, რომ ის იყო ყველაზე გამორჩეული კომისიის თავმჯდომარე" - წერს გიგაური. 

შეწყალების კომისიის წევრების მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს: „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების საკითხთა კომისიასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო.  პრეზიდენტის ადმინისტრაცია, როგორც უკვე ერთხელ იყო აღნიშნული, გეგმავს კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტებას. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ კომისია რამდენიმე წევრმა უკვე დატოვა. პრეზიდენტი მადლობას უხდის კომისიის ყველა წევრს გაწეული სამსახურსითვის“, - აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი