სალომე ზურაბიშვილის საახალწლო გამოსვლაში გამოთქმულ მოსაზრებას პარლამენტში გამოეხმაურნენ

03 იანვარი 2019, 00:00 2062 ნახვა

სალომე ზურაბიშვილის საახალწლო გამოსვლაში გამოთქმულ მოსაზრებას, სადაც ის აცხადებს, რომ შეურაცხყოფის, ცილისწამებისა და სიძულვილის ენისგან ყველა უნდა იყოს დაცული ისე, რომ ამავე დროს დაცული იყოს სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც, პარლამენტში გამოეხმაურნენ.

როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა სოფო კილაძემ განაცხადა, ისევე როგორც სიტყვის თავისუფლება, ადამიანის ღირსების დაცვაც უპირველესია. მისივე თქმით, კონკრეტულად საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხის დარეგულირებაზე ჯერ მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა სავარაუდოდ გუნდში ისაუბრებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი