3 წლის წინ შექმნილი აიპი ,,ფრენბურთის, ხელბურთის, კალათბურთის სათამაშო სახეობების სპორტული კლუბი -ქობულეთი“ მუნიციპალიტეტის მერიამ გააუქმა. იგი კალათბურთის, ხელბურთის და ფრენბურთის მოსწავლეებს აერთიანებდა.
მერიაში ამბობენ , რომ აღნიშნული ორგანიზაცია გაუქმდა, თუმცა სახეობები აიპი ქობულეთის სასპორტო სკოლასთან გაერთიანდება. დავით ვერულიძის თქმით, ცვლილება მართვის სისტემის ეფექტურობის გამო განხორციელდა და უწყებაში დასაქმებულთა რაოდენობა და ბიუჯეტი არ შემცირდება.
ახალ ბიუჯეტში სპორტული აიპებისთვის ჯამში 238 ათას 800 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში სულ 11 აიპია.