ხვალ დღის 2 საათიდან დაიწყება ქობულეთში საახალწლო ღონისძიებები. ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილია საბავშო კონცერტი, წარმოდგენები ზღაპრის გმირების მონაწილეობით , ასევე მოეწყობა ორიგინალური ხელნაკეთი ნაძვის ხეების კონკურსი და გამოფენა.
დაჯილდოვდებიან წლის წარმატებული ქობულეთელები. 20 საათიდან კი მაყურებლის განწყობაზე მეგი გოგიტიძე იზრუნებს ,სცენას დაიკავებს ასევე ჯგუფი მიქსტურა და დიჯეი . ახალ წელს მოედანზე შეკრებილები ტრადიციულად გრანდიოზული ფეიერვერკით შეხვდებიან.