აჭარის მაღალმთიანეთში გამოიდარა

29 დეკემბერი 2018, 00:00 1411 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთში გამოიდარა. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 50 სმ-ს აღწევს დაბაში კი 20 სმ-ია. უხვ ნალექს პრობლემები არ შეუქმნია. როგორც ხულოს მერიაში ამბობენ  ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები გაწმენდილია.

დაბალი ტემპერატურის გამო  გზებზე ლიპყინულია, გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა რეკომენდებული. მოსახლეობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი