ნაციონალური მოძრაობის წევრი პეტრე ზამბახიძე პრეზიდენტის 14 ივლისის განკარგულების გაუქმებას ითხოვს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირწმუნება, რომ გადამდგარი მთავრობა პრეზიდენტმა კონსტიტუციის დარღვევით ხელმეორედ გადააყენა და სახელმწიფო რწმუნებულად ზურაბ პატარაძე აირჩია. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა საკანონმდებლო ორგანოში დადგენილება უკვე წარადგინა, რომელსაც თან ერთვის საჩივარი. ზამბახიძე დოკუმენტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. ოპოზიციის ბრალდებას აჭარის მთავრობის თავმდჯოამრემ უპასუხა.