მსახიობ ნინო დავითაშვილის მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა ბათუმში

28 დეკემბერი 2018, 00:00 1134 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ თეატრში  მსახიობ ნინო დავითაშვილის მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა.  ღონისძიებას მისი მეგობრები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

საღამოზე ნინო დავითაშვილმა   რამდენიმე ლექსი წაიკითხა. მსახიობი  ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით   დამსახურებული მოღვაწის წოდებით დაჯილდოვდა.  მას ჯილდო მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა გადასცა.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში