ოსიპ მანდელშტამის ხსოვნის საღამო

28 დეკემბერი 2018, 00:00 2112 ნახვა

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში  პოეტ ოსიპ მანდელშტამის გარდაცვალებიდან 80-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა  გოჩა გოგუაძემ 20-ე საუკუნეში მოღვაწე პოეტის შემოქმედებასა და  ბათუმთან  მის კავშირზე ისაუბრა. მანდელშტამი მეგობრობდა  „ცისფერყანწელებთან“  , სწორედ მის მიერ არის ნათარგმნი  გერმანულ და რუსულ ენებზე ვაჟა-ფშაველას პოემები.

ასევე მას აქვს დაწერილი  ესეები ქართულ ხელოვნებაზე, ბათუმსა და სოხუმზე. ხსოვნის  საღამოები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა, მათ შორის: ამსტერდამში, ვენაში, ნიუ იორკში, თელავივში, ვარშავასა  და  პეტერბურგში. ღონისძიებაზე მანდელშტამის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება მოეწყო სახელად „შეინახე ჩემი სიტყვები სამუდამოდ“.   ოსიპ მანდელშტამის შემოქმედება საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი