მაუწყებლის კუთვნილი ავტომანქანის გატაცებაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა

28 დეკემბერი 2018, 00:00 2509 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს კუთვნილი ავტომობილის გატაცებაში ბრალდებული ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაამართლა. განაჩენი მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ  მიიღო. საქმე ეხება 2015 წლის 30 სექტემბერს ქობულეთში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მოქალაქე ლაშა გოგიტიძემ მაუწყებლის სატრანსპორტო საშუალება  უნებართვოდ წაიყვანა და ავტოავარიის შემდეგ მიატოვა.  

მომხდარიდან ორ დღეში ის დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქმე 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და დე ქვეპუნქტებით იყო აღძრული. საქმის განხილვა კი 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. უცნობია გაასაჩივრებს თუ არა პროკურატურა განაჩენს. საქმის პროკურორმა ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი