2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დასახელდა. დაჯილდოება რუსთაველის თეატრში გაიმართა. ნომინანტები იყვნენ:ლაშა ტალახაძე (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ძალოსნობაში, მსოფლიო რეკორდსმენი) გენო პეტრიაშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში) გურამ თუშიშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში) ნიკოლოზ ბასილაშვილი (დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ATP (ეიტიპის) ტურნირების პირველი ქართველი ჩემპიონი, მსოფლიოს 21-ე ჩოგანი)