აჭარაში სომხურმა დიასპორამ დაარსებიდან 25 წლის იუბილე აღნიშნა. თარიღი ორმხრივ დატვირთვას ატარებს რადგან ამავე პერიოდში დაარსდა სომხური გაზეთი „ახტიორი.”საეკლესიო სადიასპორო ცენტრში შეკრებილებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც.