დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების დღეა

25 დეკემბერი 2018, 00:00 1826 ნახვა

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების დღეა. სადღესასწაულო საღმთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დილიდან მიმდინარეობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისათვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარია, მათგან 2 ტიტულარული. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი