აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსით მე-5 წელი - მაუწყებელი იუბილარია 

25 დეკემბერი 2018, 00:00 2735 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლი იუბილარია. 26 წლის განმავლობაში არხი აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება იყო,  2013 წლის  25 დეკემბერს  კი მას  საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი მიენიჭა. მაუწყებლის კონცეფციაზე მსჯელობა ქვეყნის საკანონმბდებლო ორგანოში თითქმის 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მედია ორგანიზაციას აქვს სამი  პლატფორმა - ტელევიზია, რადიო და ონლაინ სამსახური. რადიო აჭარა  1932 წლიდან ფუნქციონირებს. მაუწყებლის მთავრი ორიენტირი საზოგადოებაა, აქედან მოდის სლოგანიც - #ვმუშაობთ საზოგადოებისთვის.

 ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების მიხედვით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ქართულ პოლარიზებულ მედიასივრცეში ახერხებს საზოგადოებას  ობიექტურ და დაბალანსებულ ინფორმაცია მიაწოდოს. 

"მედიასაშუალებას აღარ აქვს დასამტკიცებელი, რომ  ობიექტურია, ეს ეტაპი გადალახულია, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავრი გამოწვევა უფრო სიღმრისეული და მრავალფეროვანი პროდუქციის შექმნაა" -  ფიქრობენ სპეციალისტები. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი