დღეს ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება

25 დეკემბერი 2018, 00:00 3388 ნახვა

ფოტო: არქივი

დღეს, საღამოს 9 საათზე, ბათუმის მთავარი ნაძვის ხე ხაზეიმოდ აინთება. ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხის ანთების პატივი იმ სპორტსმენებს ხვდათ წილად, რომლებმაც წარმატებული სეზონი ჩაატარეს და ქალაქი საერთაშორისო დონეზე ასახელეს.

ცერემონიაზე გამოიფინება დროშაც, რომელიც ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულის მინიჭებისას, ბრიუსელში გადაეცა.

ნაძვის ხის ანთების შემდეგ ევროპის მოედანი საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლებს. მოედანზე მოწყობილია საბავშო კუთხე, ცენტრალური სცენა და საახალწლო ეზო.

წელს ქალაქში საახალწლო აქსესუარების მონტაჟისთვის - 256 ათას 730ლარი დაიხარჯა. 2016 წელს შესყიდული ნაძვის ხის ღირებულებამ თავისი აქსესუარებით კი 83 180 ლარი შეადგინა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი