„დავასუფთაოთ საქართველო" პროექტის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. განიხილეს ნარჩენებთან დაკავშირებით საერთაშორისო ვალდებულებები, ევროპული გამოცდილება და რეგიონებში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის პერსპექტივები. პროექტი შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მსგავსი ტიპის შეხვედრა ქედაში მეორედ გაიმართა.