მეწარმეების მიერ ნახევარ მილიარდამდე ლარის დაბრუნება ბიუჯეტიდან, შავი სიებიდან მსესხებლების ამოღება, ხელფასების ზრდა და ბინების გადაცემა სამხედროებისთვის - 20 დეკემბერს, პრემიერ მინისტრმა მთავრობის ერთწლიანი ანგარიში შეაჯამა, ისაუბრა დაგეგმილ რეფორმებსა და არსებულ გამოწვევებზე.
მამუკა ბახტაძე ქვეყნის მთავარ სირთულედ სიღარიბესა და ოკუპირებული ტერიტორიების არსებობას ასახელებს. ყოვლისმომცველი და ძალიან საინტერესო ანგარიში - ასე შეაფასეს ანგარიში უმრავლესობაში. მმართველ გუნდის პათოსს არ იზიარებენ ოპოზიციაში.