დაახლოებით 40 წუთი მოანდომა შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყების 2018 წლის საქმიანობის შეჯამებას და იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბარს, რომელიც ძალოვანმა უწყებამ მოამზადა. მათ შორის, როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, იყო „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით და „კანონიერ ქურდების“ წინააღმდეგ შექმნილი კანონი.
მას შემდეგ რაც გიორგი გახარიამ დეპუტატებს ანგარიში ჩააბარა, დეპუტატებმა მინისტრს შეკითხვები დაუსვეს.
მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი სესიაშვილს ჰკითხა ქვეყანაში გაზრდილი დანაშაულის ფონზე, რამდენად მოახდენს გავლენას დანაშაულის პრევენციაზე.
ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა კი დავით სარალიძის მკვლელობას ეხებოდა.