კურორტ „გოდერძიზე'' ზამთრის სეზონი ოფიციალურად 28 დეკემბერს გაიხსნება. კურორტზე იფუნქციონირებს ორივე საბაგირო, მოეწყობა სათხილამურო ტრასები.
გოდერძიზე გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგირო მუშაობს და ის 8 კილომეტრიან სათხილამურო ტრასას ემსახურება.
სეზონის გახსნისთვის მოეწყობა 200 მეტრიანი მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა ბავშვებისთვის და დამწყები მოთხილამურეებისთვისაც.
ამ ეტაპზე კურორტზე 6 თანამედროვე ტიპის კოტეჯი და ერთი სასტუმროა. ყოველდღე თოვლმავალს დამსვენებლები კურორტზე, საბაგიროს სადგურამდე მოჰყავს.