მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პარლამენტში გიორგი გახარიას უსმენს

21 დეკემბერი 2018, 00:00 1731 ნახვა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლულის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პარლამენტში დილიდან იმყოფება. იგი შს მინისტრის გახარიას გამოსვლის მოსასმენად მივიდა საკანონმდებლო ორგანოში. 

ზაზა სარალიძის თქმით, ის აპირებს მოისმინოს შს მინისტრის გიორგი გახარიას გამოსვლა, სადაც მისი აზრით მთავარი კითხვა ექნება -  ვინ მოკლა მისი შვილი. 

"ყველა კითხვაზე პასუხი არის, რომელსაც სჭირდება კეთილი ნება, რომ აღსრულდეს", — განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ.

ამავე კატეგორიაში