19 მილიონ 74 000 170 ლარით განისაზღვრა ხელვაჩაურის 2019 წლის ბიუჯეტი. თანხები ძირითადად ინფრასტრუქტურის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით გაიზარდა. 2019 წელს მილიონ ნახევრით დაფინანსდება სოციალური სახლის მშენებლობა.
ჩავარდნილი ტენდერებისა და ეკონომიების გამო, ბიუჯეტით გათვალისწინებული ორ მილიონამდე ლარი თვითმმართველობამ ვერ აითვისა.
ბიუჯეტის განხილვას ''ნაციონალური მოძრაობისა'' და ''კონსერვატორების'' ფრაქციის წევრები არ დასწრებიან. ამბობენ, რომ სანამ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები პატიმრობაში იქნებიან და მათი აქტივისტების დაკავებები გაგრძელდება ისინი, საკრებულოს სხდომებს არ დაესწრებიან.