მეწარმეების მიერ ნახევარ მილიარდამდე ლარის დაბრუნება ბიუჯეტიდან, შავი სიებიდან მსესხებლების ამოღება, ხელფასების ზრდა და ბინების გადაცემა სამხედროებისთვის - პრემიერ მინისტრმა მთავრობის ერთწლიანი ანგარიში შეაჯამა, ასევე დაგეგმილ რეფორმებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
მამუკა ბახტაძე ქვეყნის მთავარ გამოწვევად სიღარიბე და ოკუპირებული ტერიტორიები დაასახელა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი, რომ სიღარიბეს ერთიანი ძალისხმევით უნდა ებრძოლონ, რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, მამუკა ბახტაძის განცხადებით, რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელსაც ჯერ კიდევ ათი წლის წინ მოაწერა ხელი.