არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიხი გონიოში იმყოფებოდა. მან ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. შეიხს საქართველოს ვიცე-პრემიერმა უმასპინძლა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა პოტენციურ ინვესტორებთან აქტიურად მუშაობს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და ეკონომიკის ზრდას.